ბიბილოვი ე.წ. პრეზიდენტად მეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. თანამდებობაზე კენჭი მეორედაც იყაროს.

თუმცა, როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანია საკითხზე ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობის აზრის გარკვევა.

”ადამიანის სურვილი, რომ მეორე ვადით წავიდეს, უნდა უკავშირდებოდეს ხალხის სურვილს, აირჩიონ ეს ადამიანი. დღეს ვფიქრობ, რომ ნაადრევია საუბარი ჩემ მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში”, – თქვა მან.

ბიბილოვმა დასძინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს ე.წ.სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტად” მუშაობის შეფასება რესპუბლიკის მაცხოვრებლების მიერ.

“ვფიქრობ, წლის ბოლომდე გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას – ვიყრი თუ არა კენჭს. კანონით მაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ იმის საფუძველზე, თუ როგორ შეაფასებს რესპუბლიკის მოსახლეობა ჩემს მუშაობას. ბუნებრივია, თუ მოსახლეობის დამოკიდებულება პოზიტიური იქნება და ხალხს სურს, ხმა მომცეს, მაშინ არ გამოვრიცხავ ჩემ მონაწილეობას მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში”, – აღნიშნა მან.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები