რუსი სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში ზაფხულში 100-ზე მეტ წვრთნას ჩაატარებენ
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში ზაფხულის განმავლობაში 100-ზე მეტ ტაქტიკურ, სამეთაურო და საშტაბო წვრთნას ჩაატარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ სწავლების დიდი ნაწილი ჩატარდება სამთო პირობებში და ღამის საათებში.
ბაზის მოტომსროლელი ქვედანაყოფის თითოეული სამხედრო მოსამსახურე საველე პირობებში 2,5 თვეზე მეტ ხანს გაატარებს.
ფიზიკური მომზადების გაკვეთილები ჩატარდება 750 კვ/მ განთავსებულ სასწავლო კომპლექსში, შავი ზღვის სამხედრო ბაზის სანაპირო ზოლზე.
ზაფხულის სასწავლო პერიოდში ძირითადი ძალისხმევა იქნება მიმართული უპილოტო საჰაერო ძალების გამოყენებასა და საავიაციო დრონებთან ბრძოლაზე.
ზაფხულის პერიოდში სასწავლო პროცესში დაახლოებით სამხედრო ტექნიკის ათასამდე ერთეული იქნება ჩართული.