გორში, სროლისას დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ზ.რ. დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

კლინიკა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. 42 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.

მომხდართან დაკავშირებით არსებული ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები