ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებისთვის აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებისთვის აკრიტიკებს.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაოცება გამოიწვია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებამ, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტისას გააკეთა, რომ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დავა მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ „თურქეთი უნდა გაემიჯნოს ანგაჟირებული და შაბლონური განცხადებების გაკეთებას საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ“.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ მაღალი დონის პოლიტიკოსებმა თავიანთ განცხადებებში არ უნდა გამოიყენონ ისეთი ეპითეტები, რომლებიც ძირეულად ამახინჯებენ ჩვენს რეგიონში ობიექტურ რეალობას“, – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყებაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები