საპარლამენტო ოპოზიციის წევრები PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდეს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

,,ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს, სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით ცვლილებების აუცილებლობას.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მონიტორებს ინფორმაცია მიაწოდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის საკითხზე. განიხილეს ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლში არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში არსებული მედიაგარემო.
საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანა ბუჩუკური (პარტია „საქართველოსთვის”), გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი”), ალექსანდრე რაქვიაშვილი („გირჩი”)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები