გოგი მეშველიანმა ხატისოფლის მოსახლეობასთან ერთად სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისს, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან – დავით შერაზადიშვილსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხატისოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად იმსჯელა სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხზე.

მაჟორიტარის თქმით, ზაფხულის დადგომასთან ერთად, მწვავედ დგება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხი. თუმცა, ამ მხრივ განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა ხატისოფელში. „მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი მცდელობა გვქონდა, საკითხი კვლავ აქტუალური და გადაუჭრელია.
დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით სოფლის მოსახლეობას და მათთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. ამ ეტაპზე, მოსახლეობასთან ერთად შევჯერდით, რომ მოხდება ჭაბურღილის დამატება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერუარსა და შიდა ქსელებს, რისთვისაც მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები