მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, „თბილსერვის ჯგუფმა“ მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავა.

დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მდინარის ზედაპირი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

აქციაში დასუფთავების დეპარტამენტის 15 თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფს“ დასუფთავებაში დახმარებას უწევდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები