ბიძინა კულუმბეგოვი: არცერთ ვაქცინას პლანეტაზე არ შეუძლია კორონავირუსის 100%-იანი პრევენცია
“არცერთ ვაქცინას პლანეტაზე არ შეუძლია კორონავირუსის 100%-იანი პრევენცია”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია, რისკი ჰქონდეს, მსუბუქი დაავადება დაემართოს.
„არცერთ ვაქცინას პლანეტაზე არ შეუძლია ამ დაავადების 100%-იანი პრევენცია, ანუ მსუბუქი დაავადების თავიდან აცილება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავარი კომპონენტი, რითაც ვაქცინის ეფექტიანობა ფასდება, არის მათი გავლენა ადამიანის სიკვდილიანობასა და მძიმე დაავადების განვითარებაზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინტუბაციაზე. შესაბამისად, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია, რისკი ჰქონდეს, მსუბუქი დაავადება დაემართოს ან ის იყოს მექანიკური გადამტარი და სრულიად ასიმპტომური მტარებელი. თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის, ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია, მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან. შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.