ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ვაქცინით ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 129 ადამიანი აიცრა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული პრეპარატით – “სპუტნიკი” ვაქცინაციის პროცესი 3 მაისს დაიწყო და, როგორც ე.წ. რესპუბლიკის მთავარმა თერაპევტმა, თამარა სანაკოევამ განაცხადა, ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 129 ადამიანს აქვს გაკეთებული.

მანვე აღნიშნა, რომ მეორე დოზა 13-მა ადამიანმა გაიკეთა.

სანაკოევას თქმით, იმუნიზაციის დაწყებისას პირველ ეტაპზე იცრებოდნენ ექიმები, რისკჯგუფში შემავალი პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, მასწავლებლები, თუმცა, ამჟამად აცრის გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ გაცილებით დიდი აქტივობა შეინიშნება. მაგალითად, 28 მაისის მდგომარეობით, რუსული ვაქცინით 976 ადამიანი იყო აცრილი. ადგილობრივ ე.წ. ჯანდაცვის სტრუქტურებში აღნიშნავენ, რომ იმუნიზაციის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად 30%-ით მატულობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები