ნიკოლოზ სამხარაძე: კონგრესმენების ვიზიტისას აქცენტი გაკეთდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტისას აქცენტი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე გაკეთდება.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება კარგი იქნება ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

“სავარაუდოდ, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსქ და  ჩვენს განაცხადზე, რომ რაც უფრო მეტად დაჩქარდება ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია და ასევე ევროკავშირში ინტეგრაცია, მით უფრო კარგი იქნება ეს ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ვიზიტისას აქცენტი გაკეთდება ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოში კონგრესმენების დელეგაცია ხვალ ჩამოვა. სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით ჯგუფის ვიზიტზე ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები