კახა კალაძე – “ნაცმოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს”
თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევს.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„შეთანხმების პროცესი მნიშვნელოვანი იყო. ბევრმა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ვიცით მათი ქმედებები. საზოგადოებასა და ევროპელ მეგობრებს, ყველას აჩვენებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს კონკრეტული პარტია, როდესაც ის ოპოზიციაშია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ დოკუმენტზე მაინც მოუწევთ ხელის მოწერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.