მეუფე იაკობი: “ნაცმოძრაობა” პარლამენტში რომ შევიდოდა, ველოდი, ელისაშვილი რომ შევიდა, ზოგი ეუბნებოდა – ფული აიღეო, ახლა იმავეს ვერ ვიტყვით?!

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“ველოდებოდი, რომ შევიდოდა. უცხოელებსაც ვუთხარი – მეთქი, შევა ყველა. სწორი იქნებოდა, თავიდან რომ შესულიყვნენ. გარეთ რომ არ არიან, მადლობა ღმერთს. რას ერჩოდნენ ელისაშვილს?! ელისაშვილი რომ შევიდა, ზოგი ეუბნებოდა – ფული აიღეო. შენ რომ შეხვედი, ჩვენ ვერ ვიტყვით, ფული აიღე, რაღაცა გააკეთეო?! ხომ ვიტყვით”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები