ნიკოლოზ სამხარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: საბოლოოდ, ისევე მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, როგორც მოუწიათ თავდახრილებსა და დარცხვენილებს პარლამენტში შემოსვლა
„გაუგებარია პარლამენტში შემოსვლა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ. თუ პარლამენტში ამ დოკუმენტის ხელმოუწერლად შემოდიოდნენ, მაშინ რატომ არ შემოვიდნენ დეკემბერში”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.
„გაუგებარია პარლამენტში შემოსვლა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ. თუ პარლამენტში ამ დოკუმენტის ხელმოუწერლად შემოდიოდნენ, მაშინ რატომ არ შემოვიდნენ დეკემბერში და რა იყო მათ მიერ გამოცხადებული ბოიკოტის მიზეზი? მათ საკუთარ ქცევებსა და პოლიტიკაში აქვთ აცდენა. საზოგადოებას უნდა უთხრან, რატომ არ აწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ან აქამდე რატომ არ შემოდიოდნენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, მათზე ზეწოლა გაძლიერდება და, საბოლოოდ, ისევე მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, როგორც მოუწიათ თავდახრილებსა და დარცხვენილებს პარლამენტში შემოსვლა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.