კახა კუჭავა: გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომავალ თაობას მათ დღეს ულოცავს.

“გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ვულოცავ მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა.
ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს კიდევ უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ.
ძვირფასო ბავშვებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, ლაღ და ბედნიერ ბავშვობას. #ბავშვებიჩვენიმომავალია”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები