გიორგი გახარია: ტერიტორიების 20%-ის ოკუპირების პირობებში ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია – მტერსაც უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ გონივრულად

“რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა განპირობებულია რუსული ოკუპაციით და შესაბამისად, ვერანაირი სერიოზული პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ ოკუპაციის საკითხი არ გადაწყდება შესაძლებელი არ არის”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირების პირობებში ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია.

“რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა განპირობებულია რუსული ოკუპაციით და შესაბამისად, ვერანაირი სერიოზული პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ ოკუპაციის საკითხი არ გადაწყდება შესაძლებელი არ არის. ჩვენი პოლიტიკა პრაგმატული უნდა იყოს და პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ოკუპაციის პრობლემის გადასაწყვეტად. ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირების პირობებში ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს და მტერსაც უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ ეს გონივრულად უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები