გიორგი ვაშაძე: ინფანტილიზმად მიმაჩნია ხელის მოწერაზე ჭიდაობა, თუ დოკუმენტს ხელს არ აწერ, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ პარლამენტში
‘ინფანტილიზმად მიმაჩნია ხელის მოწერაზე ჭიდაობა, თუ დოკუმენტს ხელს არ აწერ, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ პარლამენტში”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პაექრობა ხალხისთვის მნიშვნელოვანი არაა.
„კარგია, რომ შედიან პარლამენტში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. სიმართლე გითხრათ, ინფანტილიზმად მიმაჩნია უკვე ჭიდაობა ხელის მოწერაზე. აბა, თუ დოკუმენტს ხელს არ აწერ, იმის იმპლემენტაციისთვის შემოვედით ყველა რა, მაშინ უნდა ვაკეთოთ პარლამენტში? ანუ რისთვის შემოვედით? თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, შეთანხმებას ხელს არ ვაწერ, არ ვმონაწილეობ არაფერში, კითხვა მაქვს, რა უნდა აკეთოს მაშინ პარლამენტში? რისთვის შემოდიან? მეორე ინფანტილიზმი არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, დაიწყო, თუ არ აწერ ხელს, მაშინ არა ხარ მონაწილე იმ ყველაფრის. ვართ ამ საბავშო ბაღში, თითქოს, ეს რაღაც პაექრობა არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერს.