ეს გაფერადებული ფოტოები 1890 წელს მაშინდელი ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლშია გადაღებული.
გარკვეულწილად, ეს ოსმალეთის იმპერიის დაღმავალი დღეებია. ფოტოებზე ასახულია ბაიეზიდის მეჩეთი, ახალი მეჩეთი, სულთან აჰმედ III-ის შადრევანი, გალათას ხიდი, ეიუპის სასაფლაო, ოქროს რქა და ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ.
1930 წელს, 40 წლის შემდეგ, კონსტანტინოპოლს ოფიციალურად ეწოდა სტამბოლი.