გივი მიქანაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ აღიარა ის მარცხი, რომელიც მათ ამ არჩევნებში მიიღეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი საბოლოოდ აღიარა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღიარა ის მარცხი, რომელიც მათ ამ არჩევნებში მიიღეს. ამასთანავე, მათ საზოგადოებას აჩვენეს თავისი რეალური სახე, რომ მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ისინი 19 აპრილის შეთანხმებას არ შეერთებიან დღემდე და იმას, რომ დღემდე ჯერჯერობით ისინი პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი.

კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს დესტრუქციული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ამის ფონზე შეძლოს, გარკვეულწილად ხელისუფლება დაიბრუნოს, რისი არანაირი საფუძველი არ აქვს, რამეთუ საზოგაოების მხრიდან მათ თითქმის აღარ აქვთ მხარდაჭერა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პარლამენტში შესვლის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები