მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. შესაბამისი გადაწყვეტილება მრევლს და მედიას მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას გააცნო.

მეუფე სტეფანეს განმარტებით, ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მამა დანიელ გვილავა და სასულიერო პირების ნაწილი, ცდილობენ ეპარქიაში მუდმივი არეულობა და დებოში შეიტანონ, რაც ეწინააღმდეგება ეპარქიის წესებს.

ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის ბრალდებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მეუფემ ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურ 15-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურება და ჩამოართვა სამღვდელო ხარისხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები