პაატა იმნაძე: “ინდური შტამით” ინფიცირებული, საქართველოს 2 მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, მათ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს 2 მოქალაქეს, რომელიც “ინდური შტამით” დაინფიცირდა, ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.
როგორც იმნაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, არცერთი მათგანის ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.
“ინდური შტამის დადგენა ლუგარის ლაბორატორიაში ხდება. ორ მოქალაქეს, რომელსაც ინდური შტამი დაუფიქსირდა და ამჟამად საქართველოში იმყოფება, ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. არცერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. ჩვენ ინდოეთთან მიმოსვლა, პრაქტიკულად, შეზღუდული გვაქვს და ინდოეთიდან ჩამოსულ პირებს 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.