ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინით აცრა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ვაქცინით აცრის ტემპები ძალიან დაბალია, რადგან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ არაფერია სერიოზული და აცრა საჭირო არ არის.

“როდესაც ვაქცინების საკმარისი რაოდენობა გვექნება, სავალდებულო აცრის ვარიანტზე გადავალთ, რადგან ჯერ არავის დაურეგისტრირებია, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ე.წ რესპუბლიკაში ვირუსით მოსახლეობის 6%-ია ინფიცირებული, “10 ათასს მოსახლეზე 610 დაავადებული გვყავს. ეს ძალიან მაღალი რიცხვია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები