ფაშინიანმა აზერბაიჯანთან კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინა

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინა.

როგორც მან თქვა, გეგმა სამ პუნქტს შეიცავს:

– ორივე მხარის მიერ სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან;

– საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სხვა ქვეყანას – საფრანგეთს ან შეერთებულ შტატებს;

– საერთაშორისო შუამავლების საზღვრების დადგენა.

მისივე თქმით, დამკვირვებელთა განთავსება აუცილებელია ორივე ქვეყნისთვის.

ფაშინიანის განცხადებით, საუბარია სახელმწიფო საზღვრის სოტკ-ხოზნავრის მონაკვეთზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები