ცნობილი ალიონას ისტორია – გოგონა შოკოლადის შესაფუთი ქაღალდიდან

შოკოლადი „ალიონკა“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა ბრენდი იყო. შოკოლადმა პირველი საბჭოთა ქალი-კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ქალიშვილის სახელი მიიღო, ხოლო მისი სახე სხვა საბჭოთა გოგონა გახდა.

ყველასათვის საყვარელი და ცნობილი შოკოლადის, „ალიონკას“ ისტორია 60-იან წლებში დაიწყო, როდესაც სსრკ-ს ხელისუფლებამ ახალი სამეწარმეო პროგრამა მიიღო, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ახალი რძიანი შოკოლადის შექმნა იყო. გამოცხადდა კონკურსი სახელმწიფო დაკვეთის შესასრულებლად, სადაც საკონდიტრო ფაბრიკა „წითელმა ოქტომბერმა“ გაიმარჯვა.

გარდა ახალი რეცეპტისა, ამოცანა იყო თვალშისაცემი და ცნობადი შეფუთვის შექმნა. მხატვრებმა „ალიონას“ ბევრი ვარიანტი შეიმუშავეს. შემოთავაზებული იყო ცნობილი მხატვრის, ვასნეცოვის ნახატი „ალიონუშკა“, მაგრამ ხელისუფლებამ ეს იდეა გააკრიტიკა – თითქოს და ქვეყანაში პატარებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ, ხოლო გოგონას ნახატიდან – შიშველი ფეხები. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა მხატვრის, ალექსანდრე გერინასის ქალიშვილის ფოტოზე.

გოგონას დედამ ფოტო 1960 წელს გადაუღო, როდესაც მას 8 თვე შეუსრულდა. 1962 წელს ეს პორტრეტი ჟურნალ „ჯანმრთელობაში“ გამოქვეყნდა, ხოლო, როდესაც 1965 წელს კონკურსი გამოცხადდა შოკოლადის შეფუთვისთვის, ეს ფოტო კვლავ გაიხსენეს.

მართალია, შოკოლადის შეფუთვისთვის გოგონა ცოტათი შეცვალეს: ყავისფერი თვალები ცისფერით ჩაანაცვლეს, ცოტათი დაუგრძელეს სახე, გაუწითლეს ლოყები, ხოლო ტუჩები ოდნავ პუტკუნა გახადეს. ასე გაჩნდა 1966 წელს ახალი შოკოლადის შეფუთვა, რომლის ცნობადობა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გასცდა.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები