შოთა არველაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ძმები არველაძეები გახარიას გუნდის წევრები იქნებიან
ვეტერანი ფეხბურთელი, შოთა არველაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ძმები არველაძეები გახარიას გუნდის წევრები იქნებიან.
არველაძე ერთ-ერთი მედიასაშუალების სტატიას აზიარებს და წერს – “ტყუილია”.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძმები არველაძეები გიორგი გახარიას გუნდის წევრები იქნებოდნენ და თბილისის შესაძლო მერობის კანდიდატებადაც მოიაზრებოდნენ.