აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი – ალი ასადოვი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ალი ასადოვი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მასშტაბური და ერთობლივი პროექტები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, გამუდმებით მზარდი ჰუმანიტარული კავშირები მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობაში.
„ბატონო პრემიერმინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს,
დამოუკიდებლობის დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!
დღევანდელ დღეს სიამოვნებას გვგვრის ღრმა ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით განმსჭვალული მრავალმხრივი ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მასშტაბური და ერთობლივი პროექტები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, გამუდმებით მზარდი ჰუმანიტარული კავშირები მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ ჩვენს პარტნიორობაში
. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა წარმატებით გააგრძელებს განვითარებას ჩვენი ერების ნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ კარგი მეზობლობისა და მეგობრობის ტრადიციების ერთგულია. საუკეთესო შთაბეჭდილებების ქვეშ ვიხსენებ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტის დროს შემდგარ შეხვედრასა და გულწრფელ საუბარს. ასეთ სასიამოვნო დღეს ჯანმრთელობასა და საქმეში წარმატებებს გისურვებთ პირადად თქვენ, ხოლო მშვიდობასა და კეთილდღეობას – მეგობრულ ქართველ ხალხს”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის წერილში.