გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ იკვეთება. მაღალი შეფასება მიეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთბებს და გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.
გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოსთვის მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები