ლი კეციანი – ღარიბაშვილს: გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო და ჩინეთი ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერმინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთავრობას ყოველივე საუკეთესოს! გასული წლიდან მოყოლებული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ჩვენს თანამშრომლობაში მიღწეულია მდგრადი შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების და პრაგმატული თანამშრომლობის აყვანას ახალ დონეზე ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას და ბედნიერებას“, – აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მისალოც წერილში.