„საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა” – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მოლოცვები.

საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაქვს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია”, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნიევ რაუ საქართველოს ვიცეპრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

წერილში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მოდერნიზაციის რეფორმების შედეგად, საქართველო რეგიონალური ლიდერი ქვეყანა გახდა. პოლონელი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისს და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
„გარწმუნებთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, მის პროდასავლურ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ევროკავშირისა და ნატო-ში – მომავალ სრულ წევრობას”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები