ვახტანგ მეგრელიშვილი: დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა, რამე სისულელეს თუ ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ
‘ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, ყოველ დილას რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ”, – ამ სიტყვებით „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა.
მან კოლეგებს მოუწოდა, არ დასცინონ, თუ რამე სისულელეს იტყვის, რადგან პარლამენტში ეს მისი პირველი გამოსვლაა.
„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და რამე სისულელეს თუ ვიტყვი, კოლეგებო, არ დამცინოთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა, რადგან პირველი გამოსვლაა. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია, ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად და გადავწყვიტე, რაც მართლა ძალიან მაწუხებს, ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. ყოველ დილას რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. მე არ მინდა ყოველ დილას ციხეში შესვლა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოგწონთ და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.