ჩეხეთის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილს: გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ანდრეი ბაბაში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ანდრეი ბაბაშის მილოცვაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე.
“ძვირფასო პრემიერმინისტრო! გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ, პანდემიის მიუხედავად, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობასა და დინამიზმს ყველა დონეზე, ჩვენი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა რიგ სფეროებში კვლავაც მოუტანს სარგებელს ჩვენს ერებს. გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას”,- ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის მილოცვაში.