შვედეთის ქალაქის მერი დასუფთავების მანქანის მძღოლი გახდა
შვედეთის ქალაქ გეტერობრგის მერი, 56 წლის ენ-სოფი ხერმანსონი მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა ვერ შეძლო, დასუფთავების მანქანის მძღოლი გახდა.
როგორც ჟურნალი Squeekly წერს, ქალს გაახსენდა, რომ მას სატვირთოს ტარების უფლება აქვს.
”ხალხი მეკითხება, რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ. მაგრამ ჩემთვის ეს კარგი გადაწყვეტილებაა, ქირა მაქვს გადასახდელი,” – თქვა ხერმანსონმა.
მისი თქმით, მამა ყოველთვის ურჩევდა, ცხოვრებაში ჰქონოდა სარეზერვო გეგმა და დაჟინებით მოსთხოვდა ქალიშვილს, მძიმე სატვირთო მანქანის მართვის მოწმობა აეღო.
შედეგად, ხერმანსონმა არჩია, სამუშაო შეხვედრებისა და სატელეფონო ზარების გარეშე საქმიანობა ჰქონოდა.