სალომე სამადაშვილი: საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა არის ყველაზე სწორი ფორმა ჰესის მშენებლობის საკითხის განხილვისთვის
“საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა არის ყველაზე სწორი ფორმა ჰესის მშენებლობის საკითხის განხილვისთვის”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, კითხვებს პასუხები გასცეს.
„მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება როგორც ქალბატონი თურნავა, ასევე, გარემოს დაცვის მინისტრი და ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ის ადამიანები, ვინც პროტესტს მართავენ უკვე მრავალი დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით. სამუშაო ვითარებაში მოვისმინოთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას, გარემოს დაცვის სტანდარტების პატივისცემას დადებულ კონტრაქტში და სხვა შეკითხვებს. შეკითხვები არსებობს, მათ პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, ეს მათი ვალდებულებაა. მეჩვენება, რომ საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა არის ყველაზე სწორი ფორმა მსგავსი განხილვისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.