თეთრი სახლი: ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებას

White House press secretary Jen Psaki speaks during a press briefing at the White House, Friday, Jan. 29, 2021, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რითიც  ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მუდმივ შევიწროებასა და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებას. ეს იყო შოკისმომგვრელი ქმედება, რომლის მიზანი ჟურნალისტის დაპატიმრება იყო. ეს რეჟიმის მიერ საერთაშორისო თავისუფლებისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შელახვაა.

ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო, გამჭვირვალე და სანდო გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებას“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები