“მთავრობამ უნდა მოახდინოს ამ რთული საკითხის დაბალანსება” – კელი დეგნანი “ნამოხვანჰესის” აქციას გამოეხმაურა
“ნამოხვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გამოეხმაურა.
ელჩმა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების და ასევე ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც შეშფოთებულები არიან. მთავრობამ უნდა მოახდინოს ამ რთული საკითხის დაბალანსება. ეს რთული საკითხია, მაგრამ გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობამ მოსახლეობას მოუსმინოს. მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ ელექტროენერგიაზე მაღალი გადასახადის გადახდა. საქართველო კი დამოკიდებულია რუსეთის ელექტროენერგიაზე”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.