ევროპარლამენტში ბელორუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” უმსხვილესი ფრაქცია მოუწოდებს ევროკავშირს, ბელორუსთან ფრენები მთლიანად შეწყვიტოს.

ამის შესახებ ფრაქციის განცხადებაშია ნათქვამი.

”არც ბელორუსიის მიმართულებით და არც ბელორუსიდან არ უნდა იყოს ფრენები. ასევე, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იყოს მიღებული სანქციათა მეოთხე პაკეტი”, – აცხადებენ “ევროპის სახალხო პარტიაში”.

ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში დღეს ორდღიან სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რომლებიც ბელორუსისთვის აუცილებელ ზომებზე იმსჯელებენ.

Bloomberg-ი წერს, რომ მოსალოდნელ ზომებს შორის შეიძლება, იყოს ბელორუსის თავზე ფრენების აკრძალვა; ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის აეროპორტებში დაშვების აკრძალვა, ასევე, ევროკავშირში ბელორუსის სახმელეთო ტრანსპორტის ბლოკირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები