ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა ციფრულ COVID სერთიფიკატზე მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ევროპარლამენტთან 20 მაისს ციფრულ COVID სერთიფიკატზე მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. სერთიფიკატის გამოყენება 1-ელი ივლისისთვის დაიწყება. ის ხელმისაწვდომი იქნება ციფრული და ქაღალდის ფორმატით, შეიცავს QR კოდს და გაიცემა უფასოდ.

მასში პირისთვის ჩატარებული აცრების, ტესტებისა და კოვიდისგან განკურნების შესახებ ინფორმაცია შევა. ის ევროპელების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს. კორონავირუსთან დაკავშირებული ე.წ. სამოგზაურო „მწვანე სერტიფიკატის“ შემოღების შესახებ ევროპარლამენტმა შეთანხმებას 20 მაისს მიაღწია.

ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელმაც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ჩაიტარა ვაქცინაცია. ბარათის მოთხოვნა შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებმაც ჯერ მხოლოდ პირველი დოზა მიიღეს. ამ დროისთვის EMA-ს ავტორიზებული აქვს „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონის“ ვაქცინები. სამოგზაურო მწვანე ბარათის ოფიციალური სახელწოდება იქნება – EU Digital COVID certificate (ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები