„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უბნების საერთო რაოდენობის 10% გადაითვლება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა მოხდება.

შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უბნების საერთო რაოდენობის 10% გადაითვლება.

„მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც, საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%.

ხვდებით ყველა, რომ უდრის არჩევნების სრულად გადათვლას, ვინაიდან, ძალიან დიდი რეპრეზენტატულობა აქვს ამ რიცხვს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი მექანიზმი ჩაიდო, ორი დატვირთვა აქვს ამ მექანიზმს – ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის კონტროლი, თუმცა არანაკლებ და შეიძლება უფრო დიდი ეფექტი, ეს არის პრევენციის ეფექტი.

მაშინ, როდესაც არავინ არ არის დაზღვეული, რომ რომელიმე უბანი მოხვდება გადათვლაში, რა თქმა უნდა, ბოროტად გამოყენება გარკვეული პროცედურების პრევენციულად იქნება აღკვეთილი და არ იქნება ამისი სურვილი, რომ რამენაირად ბოროტად გამოიყენონ პროცედურული უფლებამოსილება, რომელიც კომისიაში აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები