Pfizer/BioNTech ღარიბ ქვეყნებს 2 მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემენ

Pfizer/BioNTech-ი ღარიბ ქვეყნებს ორ მილიონ დოზა, საკუთარი წარმოების ვაქცინას გადასცემენ, მათგან 1 მილიონს – წლის ბოლომდე, ხოლო მეორეს – 2022 წელს.

ამის შესახებ Pfizer- ის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ რომში ჯანდაცვის სამიტზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ორივე კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შეასრულებენ თუ არა ვალდებულებას COVAX პლატფორმის მეშვეობით.

”ამჟამად, შეფასების ეტაპზე ვიმყოფებით”, – თქვა ბურლამ.

დღეს ამავე სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე ღარიბ ქვეყნებს 100 მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები