ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გერმანიის ელჩი ესტუმრა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ გერმანიის ელჩი საქართველოში – ბატონი ჰუბერტ ქნირში, ელჩის მოადგილე – ტანია ჰუტი და კულტურის, პრესისა და პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი – ბარბარა დე ჩაშელი.
ვიზიტისას სტუმრებმა ცენტრის დირექტორთან, ბატონ ზაზა აბაშიძესთან შეხვედრის შედეგად ინფორმაცია მიიღეს ცენტრის ისტორიის, მიმდინარე სამეცნიერო და სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ.
იხილეს კალის ლექციონარის (X ს.) რესტავრაციის პროცესი, რომელიც გერმანიის სახელმწიფოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.
დაათვალიერეს როგორც ძველნაბეჭდი წიგნების, ისე – უძველესი ხელნაწერების კოლექციები.