დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. განხილვა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 10 მაისს დატოვა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს 9 მაისს მიმართა. ნიკა მელიას გირაო, 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა.
16 მაისს ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.