იუსტიციის მინისტრი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო რეფორმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერებას.

ასევე, განიხილეს გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის ფორმები ბავშვთა უფლებების დაცვის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები