„პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო” – სვანეთის მუზეუმში გამოფენა გაიხსნება

21 აპრილს, 12 საათზე, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შვეიცარიის საელჩო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, გახსნის გამოფენას – „პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შვეიცარიაში და საქართველოში დამზადებული 30-მდე პოსტერი, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ქართული პოსტერები შექმნილია კომპანია „ჯეოპოსტერის” მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები