ზელენსკიმ დონბასის საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი ჩაატაროს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს, ცოტა ხნის შემდეგ დონბასის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მოსახლეობას საერთოეროვნული რეფერენდუმი შესთავაზოს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ორი წლის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენდუმის ფორმატი შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობის მიერ იყოს ინიცირებული.

“ამ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად, ჩემს სამუშაოს შევასრულებ – მაგალითად, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას განსახილველად რეფერენდუმს ასეთი თემატიკით, რადგან გვაქვს რამდენიმე გეგმა დონბასის კონფლიქტის მოგვარების – A, B, C და ამაზე ვისაუბრეთ – ომის დასრულებისა და ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ. რეფერენდუმი შეიძლება, ერთ-ერთი გეგმა იყოს”, – განმარტა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები