სალომე სამადაშვილი: ცესკო-ს შემადგენლობის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა

“ცესკო-ს შემადგენლობის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო რეფორმაში რაღაც საკითხები არსებობს, რაზეც განსხვავებული პოზიციებია და „ლელომ“ პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო.

„ერთ-ერთი საკითხია ცესკო-ს მოქმედი შემადგებლობის საკითხი. ასევე, ცესკო-სთან არსებული საბჭოს დაკომპლექტების საკითხები. დამატებითი კონსულტაციები იქნება და დახმარება გვჭირდება პარტნიორებისგან, განსაკუთრებით – იმ საკითხზე, რომლებიც ეხება დავების გადაწყვეტას, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ისეთ საარჩევნო ცვლილებებს უნდა მივაღწიოთ, რომელიც არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას აღადგენს. ამ თვალსაზრისით, მივიჩნევთ, რომ ცესკო-ს შემადგენლობის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები