კარლ ჰარცელი აჭარას სტუმრობს – “გვიხარია, რომ ისევ დავბრუნდით ულამაზეს ბათუმში” (ფოტო)

“გვიხარია, რომ ისევ დავბრუნდით ულამაზეს ბათუმში, 2-დღიანი ვიზიტით ვეწვევით აჭარას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის კომენტარს ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.

“გვიხარია, რომ ისევ დავბრუნდით ულამაზეს ბათუმში. 2-დღიანი ვიზიტით ვეწვევით აჭარას, მოვინახულებთ პროექტებს, შევხვდებით ადგილობრივებს და დავტკბებით ამ ულამაზესი ბუნებით. ხვალ ქედაში გადავინაცვლებთ”, – აცხადებს ჰარცელი.

გუშინ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აჭარაში 2-დღიანი ვიზიტი ბათუმიდან დაიწყო და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ელჩმა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების წარმატებით დაწყებაც მიულოცა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები