ინდოეთში, კორონავირუსის ფონზე, კიდევ ერთი ეპიდემია გამოცხადდა

ინდოეთის ორ შტატში – რაჯასტანსა და ტელანგაში იშვიათი სოკოვანი დაავადების – მუკორმიკოზის ეპიდემია გამოცხადდა.

ამის შესახებ რაჯასტანის შტატის ჯანდაცვის მინისტრის, ახილა არორას შეტყობინებაშია ნათქვამი.

აღინიშნა, რომ შემთხვევების რიცხვი კორონავირუსის ზემოქმედების ფონზე იზრდება, რადგან სოკოვანი ინფექცია თავს იჩენს COVID-19- ის გვერდითი ეფექტის სახით.

შტატში დაახლოებით 100 პაციენტია ინფიცირებული მუკორმიკოზით, მათთვის სპეციალური განყოფილებაა შექმნილი სავაი მან სიგხის საავადმყოფოში.

რაჯასტანის სამინისტროს დადგენილებაში ნათქვამია, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებამ უნდა შეასრულოს მითითებული რეკომენდაციები და დაავადების საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია უწყებას შეატყობინოს.

9 მაისს ინდოეთის გუჯარათის შტატის ექიმებმა კორონავირუსგადატანილ პაციენტებში მუკორმიკოზის ინფექცია აღმოაჩინეს.

19 მაისს მუკორმიკოზით ინფიცირების 40 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, მათგან 8 პაციენტმა მხედველობა დაკარგა.

მუკორმიკოზით დაინფიცირება შესაძლებელია სოკოს სპორების ინჰალაციით, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ნესტიან ოთახებსა და ზედაპირებზე, ნიადაგში, მცენარეებში, დამპალ ბოსტნეულსა და ხილში. ეს გავლენას ახდენს თავის ტვინსა და ფილტვებზე და შეუძლია, საფრთხეს წარმოადგენდეს დიაბეტით დაავადებული პირებისთვის ან მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანების სიცოცხლეზე, მაგალითად, კიბოთი დაავადებულთათვის ან აივ და შიდსით ინფიცირებულთათვის.

ინდოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოკოვანი ინფექცია, რომლითაც გამოწვეულმა საერთო სიკვდილიანობამ შეიძლება, 50%-ს მიაღწიოს. სავარაუდოდ, გამოწვეულია სტეროიდების გამოყენებით, რომელსაც კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ იყენებენ. მათი აზრით, სტეროიდები ამცირებენ ფილტვებში COVID-19-ის ანთებას, მაგრამ ასევე ამცირებენ იმუნიტეტს და ამაღლებენ სისხლში შაქრის დონეს როგორც დიაბეტიან პაციენტებში, ასევე, არადიაბეტურ პირებში. ექსპერტებს მიიჩნიათ, რომ სწორედ სტეროიდები იწვევენ სოკოვანი ინფექციის შემთხვევების მატებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები