ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ძალადობის დონის შემცირებას უკვე დღეს ელოდება

აშშ-ის პრეზიენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიჰუმ მიმდინარე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ელოდება ახლო აღმოსავლეთში ძალადობის დონის მნიშვნელოვან შემცირებას უკვე დღეს.

”პრეზიდენტი [ბაიდენმა] დილით ესაუბრა პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს, ეს იყო მათი მეოთხე საუბარი ერთი კვირის განმავლობაში. ორმა ლიდერმა დეტალურად განიხილა ღაზაში არსებული ვითარება, ისრაელის პროგრესი “ჰამასისა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების პოტენციალის ჩახშობაში. ასევე, დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონული მოთამაშეებისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით,” – თქვა ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, ​აშშ-ის პრეზიდენტმა განუცხადა ისრაელის პრემიერს, რომ იგი უკვე დღეს ელოდება ძალადობის მნიშვნელოვან დეესკალაციას ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები