საფრანგეთის პარლამენტთან ათასამდე პოლიციელი სახელმწიფოსგან უკეთეს დაცვას ითხოვს

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასთან პოლიციის თანამშრომელთა აქცია მიმდინარეობს, რომელთა მთავარი მოთხოვნა მთავრობის მხრიდან უკეთესი დაცვაა.

ამის შესახებ Le Monde წერს.

აქციის ორგანიზატორი 14 საპოლიციო პროფკავშირია, მასში ათასამდე პოლიციელი მონაწილეობს.

შეკრებილთა ძირითადი მოთხოვნებია – სახელმწიფოს მხრიდან უფრო დიდი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, აგრეთვე, მკაცრი სასჯელები მათ მიმართ, ვინც თავს ესხმის პოლიციელებს ან მეხანძრეებს.

დემონსტრაცია ასევე მიმდინარეობს ნაწილობრივ, ორი პოლიციელის საპატივცემულოდ მიმდინარეობს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ავინიონსა და რამბუიეში მორიგეობის დროს მოკლეს.

“გზავნილი უნდა იყოს მკაფიო – ვინც პოლიციელს შეეხო, უნდა დაისაჯოს. ახლა ასე არ ხდება,” – თქვა პროფკავშირების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ადგილზე ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალ დარმანენს, რომელმაც თქვა, რომ პოლიციელებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა სურს. ოპოზიციამ მისი განზრახვა გააკრიტიკა და თქვა, რომ მინისტრმა უნდა იმოქმედოს და არა – დემონსტრაციებზე იაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები