გივი მიქანაძე: “ევროპული საქართველო“ რომ საბოლოოდ ჩამოიშალა, ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს
“ევროპული საქართველო“ რომ საბოლოოდ ჩამოიშალა, ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს. ამ პარტიის სრული ლუსტრაცია მოხდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო.
“ევროპული საქართველო”, რომ საბოლოოდ ჩამოიშალა, ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს. ამ პარტიის სრული ლუსტრაცია მოხდა, დავინახეთ, რომ ისინი იყვნენ ერთ-ერთი ინიციატორები, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ჯგუფის მიერ ხელი მოეწერა, თუმცა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს დღემდე არ შეუერთდნენ. ამას კიდევ ემატება, რომ პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე და მთავარი იდეოლოგი როგორც ამ პარტიის, ისე, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არ აპირებენ დოკუმენტს შეუერთდნენ და პარლამენტში შემოვიდნენ. ეს განცხადება ცოტა ირონიულია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.