ისრაელმა “ჰამასის” იარაღის დამამზადებელ საწარმოზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას სექტორში, “ჰამასის” იარაღის საწარმოზე მიიტანა სარაკეტო იერიში.

ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ისრაელელ სამხედროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ობიექტი “ისლამის ჯიჰადს” ეკუთვნოდა და ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ-ელ-ბალახში მდებარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები